“ჩვენ ვნახეთ, რომ მართლაც არნახულ თანხებზეა საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა, რათა მომხდარიყო მისი კონვერტაცია სხვა ვალუტაში” – პაპუაშვილი
“ჩვენ ვნახეთ, რომ მართლაც არნახულ თანხებზეა საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო მისი კონვერტაცია სხვა ვალუტაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, პროკურატურა ჩაეძიება ამ საკითხს.
“მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პროკურატურამ უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.