“მთელს ქვეყანაში შეიქმნება რთული მეტეოპირობები” – მეტეოროლოგი
“18 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში აქტიურ ტალღურ ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რომელიც სექტემბრის კონვექციური უამინდობის კიდევ ერთ სერიას გვპირდება”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფანტერაძე სოციალურ ქსელში წერს.
“წინასწარი შეფასებით, 18 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან – 21 სექტემბრის შუადღემდე, მთელს ქვეყანაში შეიქმნება რთული მეტეოპირობები, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი და შესაძლებელია სეტყვა, დროდადრო გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ზღვაზე ტალღის სიმაღლე 4-5 ბალს მიაღწევს.
ყველგან აგრილდება და დღის მაქსიმალური ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება.
გაფრთხილება – არახელსაყრელი ამინდის პირობები!
გზებზე მოსალოდნელია ხილვადობის შეზღუდვა, ასევე არსებობს დატბორვის ალბათობა, მთაში შესაძლებელია მცირე ღვარცოფების განვითარება, სეტყვის დროს სოფლის მეურნეობის კულტურების დაზიანება.
გისურვებთ მშვიდობიან დღეებს”, – წერს მეტეოროლოგი.