“პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებას უკანონოდ ვერ გადაიბარებს, რადგან საქართველოში ხელისუფლების გადაბარება მხოლოდ არჩევნებით ხდება” – შარმანაშვილი
“პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებას უკანონოდ ვერ გადაიბარებს, რადგან საქართველოში ხელისუფლების გადაბარება მხოლოდ არჩევნებით ხდება”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ნაბიჯებზე სერიოზული საუბარი მიჭირს. რისი ხელისუფლების გადამბარებელია, ეს მხოლოდ ღიმილს იწვევს. ხელისუფლებას უკანონოდ ვერ გადაიბარებს, რადგან საქართველოში ხელისუფლების გადაბარება მხოლოდ არჩევნებით ხდება. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებას ვერ გადაიბარებს. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს, ჩაერიოს და ასეთი ქმედება აღკვეთოს. შეიკრიბონ და რაც უნდათ, ის გააპროტესტონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებზე შესაბამისი რეაგირება იქნება, – განაცხადა შარმანაშვილმა.