თენგიზ შარმანაშვილი ბრიტანეთის საელჩოში ბარამიძისა და ბოკერიას შეხვედრაზე: ის პრაქტიკა, რაც ბოლო დროს ჩამოყალიბდა ევროპული ქვეყნების საელჩოების მხრიდან, გვაფიქრებინებს იმას, რომ ისინი ამ მოძრაობის ავანგარდში და დესტაბილიზაციის ხელის შემწყობები არიან
„ის პრაქტიკა, რაც ბოლო დროს ჩამოყალიბდა ევროპული ქვეყნების საელჩოების მხრიდან, გვაფიქრებინებს იმას, რომ ისინი ამ მოძრაობის ავანგარდში და დესტაბილიზაციის ხელის შემწყობები არიან,“- ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ბრიტანეთის საელჩოში გია ბარამიძისა და გიგა ბოკერიას დახურული შეხვედრის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
„ის პრაქტიკა, რაც ბოლო დროს ჩამოყალიბდა ევროპული ქვეყნების საელჩოების მხრიდან, გვაფიქრებინებს იმას, რომ ისინი ამ მოძრაობის ავანგარდში და ამ დესტაბილიზაციის ხელის შემწყობები არიან. შორს ვარ იმ აზრისგან – არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, რომ ბრიტანეთის საელჩომ მოუწოდა, 4 ოქტომბერს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოიქცნენ. ასე რომ, ეჭვები საფუძვლიანია იმიტომ, რომ ვუყურებთ ბოლო პრაქტიკას, როგორ იქცევიან ევროპელი ელჩები საქართველოში და როგორ არღვევენ ვენის კონვენციას ყოველ ფეხის ნაბიჯზე”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის საელჩოში გია ბარამიძისა და გიგა ბოკერიას ფარული შეხვედრის ფაქტი დაფიქსირდა. ბარამიძე ამბობს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს 4 ოქტომბრის აქციაზე ესაუბრა.