ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყების დროს, ღაზა 370 000-მდე პალესტინელმა დატოვა – IDF

პალესტინელები ღაზაზე ძლიერი დარტყმების შესახებ იუწყებიან. საავადმყოფოებმა, სულ მცირე, 69 გარდაცვალების შესახებ განაცხადეს,- ამის შესახებ, ადგილობრივი მედია წერს.

“ეს ძალიან რთული ღამე იყო ღაზაში, დაბომბვა ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა“, – თქვა შიფას საავადმყოფოს დირექტორმა, მოჰამედ აბუ სელმიამ.

პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქის მთელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაა.

“ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი მარშრუტების გახსნაზე ღაზის მოსახლეობის უფრო სწრაფი ევაკუაციისთვის, რათა ისინი გამოვყოთ იმ ტერორისტებისგან, რომლებზეც თავდასხმა გვსურს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის (OCHA) მონაცემებით, ღაზაში მოსახლეობის გადაადგილების მონიტორინგში მყოფმა გაერო-ს პარტნიორებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებით თითქმის 70 000 გადაადგილება დააფიქსირეს, ხოლო ბოლო თვეში დაახლოებით 150 000. ერთადერთი ხელმისაწვდომი მარშრუტი, ალ-რაშიდის გზა, გადატვირთულია.

შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გააფართოვა ჰუმანიტარული ოპერაციები ღაზაში და სამხრეთით ახალი ჰუმანიტარული ზონა შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები