რიმა ბერაძე: ოპოზიციას ჰყავს ბევრი მხარდამჭერი გარე ძალებში და ეს მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა
„ოპოზიციას ჰყავს ბევრი მხარდამჭერი გარე ძალებში და ეს მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, რევოლუცია, რომელსაც ისინი აანონსებენ,“ – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ, ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
„ქვეყანაში მყოფი ელჩები ძალიან ხშირად სტუმრობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. ისიც ვიცით, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გარე ძალებისგან ფინანსდება, მათ ჰყავთ ბევრი მხარდამჭერი და ეს მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, რევოლუცია, რომელსაც ისინი აანონსებენ. ძალიან საწყენია და გულსატკენი, როდესაც დიპლომატიური წარმომადგენლები ასეთ ქმედებებს სჩადიან“, – აღნიშნა ბერაძემ.