კონსტანტინე ჟღენტი: დარწმუნებული ვარ, ნიადაგი არ არის საქართველოში, რომ აქ ლიბერალურმა ფაშიზმმა გაიმარჯვოს

საფუძველი არ არსებობს ჩვენნაირ ქვეყანაში, ჩვენი ტრადიციებით, ოჯახის კულტურით, რელიგიით, დამოკიდებულებით ამ ყველაფერთან, რომ ლიბერალურმა ფაშიზმმა გაიმარჯვოს. მე პირადად დარწმუნებული ვარ ამაში, – ამის შესახებ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ამ იდეოლოგიის გამარჯვებისთვის ნიადაგი არ არსებობს.

„ბრძოლა იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ არის გარკვეული ფენა, რომელიც არა მგონია იდეოლოგიურად იყოს ამაში ჩართული. სხვა ინტერესები აქვთ, უფრო ფულისა და ფინანსების ინტერესებია ჩემი აზრით, ვიდრე იდეოლოგია და რწმენა. მაინც საშიშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნიადაგი არ არის საქართველოში, რომ აქ ლიბერალურმა ფაშიზმმა გაიმარჯვოს“, – განაცხადა ჟღენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები