ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთს არ შეუძლია ხალხის დაცვა მასიური თავდასხმისგან

Ukraine's President Volodymyr Zelenskiy attends a joint press conference with European Commission President Ursula von der Leyen (not pictured), amid Russia's attack on Ukraine, in Kyiv, Ukraine May 9, 2023. REUTERS/Valentyn Ogirenko

თუ პოლონეთზე უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმა მოხდება, ისინი ხალხის გადარჩენას ვერ შეძლებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა რუსეთის 810 უპილოტო საფრენი აპარატიდან 700 ჩამოაგდეს, პოლონელებმა კი, 19-დან მხოლოდ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.

„რუსები 810 უპილოტო საფრენი აპარატით დაგვესხნენ თავს, ჩვენ 700 ჩამოვაგდეთ. პოლონეთმა 19-დან მხოლოდ 4 აპარატი ჩამოაგდო.  ისინი ომში არ არიან, ამიტომ ასეთი რაღაცებისთვისაც მზად არ არიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები