პრემიერი – საქმის მასალებიდან ვლინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი, როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს ძალიან შემაშფოთებელია

როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის საქმეს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა.

„როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენი დეტალები უნდა გამოიძიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. როდესაც საქმის კონკრეტული ფიგურანტი, დაკავებული პირი პირდაპირ აცხადებს, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან, როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე, ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას. დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები