გორდულაძე – პაატა ბურჭულაძეზე: რუსული ბანის განცხადებები უკვე სასაცილოც აღარ არის

“რუსული ბანის განცხადებები უკვე სასაცილოც აღარ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„გვახსოვს, მანამდე პაატა ბურჭულაძე დაფინანსებას დედაქალაქის მერიას სთხოვდა, რომ „დინამო“ დაექირავებინათ და იქ აქცია ჩაეტარებინათ. პირველი შემთხვევა იყო, როცა ე.წ. ოპოზიციონერი მოქმედ ხელისუფლებას თანხების გადახდას სთხოვდა, რათა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია ჩაეტარებინა და იქ დამხობაზე ესაუბრა. საშინელ დღეშია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გაკოტრებული არიან და მათი საქმე წასულია. მთავარია, „ნაცმოძრაობის“ სახეცვლილება არ მოხდეს და მათი სახით გახარია-„ლელო“ არ მივიღოთ, თორემ რუსული ბანი რა განცხადებას გააკეთებს, მნიშვნელოვანი არ არის. ისე არ გააკეთოს, რომ კანონი დაარღვიოს და შემთხვევით დანაშაული არ ჩაიდინოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები