ირაკლი კირცხალია – ნეპალის მოვლენებზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები ამორალურია

„პაატა ბურჭულაძის განცხადება სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვათ? 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში გადაიბაროს,“ – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პაატა ბურჭულაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ნეპალში რაც ხდებოდა, იმაზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები, ჟივილ-ხივილი და აღტყინება ამორალურია. ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოები, სისხლზე შეყვარებული პოლიტიკური ძალა არიან. ეს განცხადებებიც მათ რეალურ სახეს აჩვენებს. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ამ მწამებლების მიერ ჩადენილი რა ფაქტები მოისმინა ქართულმა საზოგადოებამ. რეკეტების და მწამებლების აზრებს როცა იზიარებ, შემდეგ ისიც მოგწონს, რაც ნეპალში მოხდა და ისიც, როცა ადამიანს ყელში ტყვიას ესვრიან, ეს მათი სახეა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები