“სამწუხაროა, რომ, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც გულშემატკივრობენ იმ ადამიანებს, ვინც ღიად საუბრობენ ქვეყანაში არეულობაზე, დამხობაზე, დესტაბილიზაციაზე” – ბოჟაძე
“რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც გულშემატკივრობენ იმ ადამიანებს, ვინც ღიად საუბრობენ ქვეყანაში არეულობაზე, დამხობაზე, დესტაბილიზაციაზე”, – ამის შესახებ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სახელმწიფო არ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას.
„ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ როგორმე აიწიოს ტემპერატურა 4 ოქტომბრისთვის, გაიზარდოს დაპირისპირება საზოგადოებაში და გაღრმავდეს პოლარიზაცია. თუ ვინმეს რამის გაპროტესტება უნდა, ეს ბუნებრივია მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა სახელმწიფო არ და ვერ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას და თუ ვინმე გავა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებიდან სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა ბოჟაძემ.