პაპუაშვილი – ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ ვინმეს დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა
“პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ ვინმეს დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
„მთავარი არის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს მისი პრემიერ მინისტრად არჩევის დღიდან და გაცხადებული პოლიტიკა არის როგორც ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ისე კორუფციასთან ბრძოლა. ამ საკითხს რაც დასჭირდება, ისე მოიქცევიან სამართალდამცავი ორგანოები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა.