“ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას ვინც აორგანიზებს, 5 ოქტომბერს საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან” – პაპუაშვილი
“ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას ვინც აორგანიზებს, 5 ოქტომბერს საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა.
„გაცხადებულია, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა. ეს ყველაფერი გარედან არის მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან, ვიზიტებს. დააანონსეს კიდეც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზე არის ხოლმე გამწვავებები, არჩევნების წინ და ეს ერთ-ერთი ასეთი გამწვავებაა. ამისი შედეგი იქნება 5 ოქტომბერი. დადგება 5 ოქტომბერი და ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან. ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.