“შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას” – მიხეილ ყაველაშვილი
“შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, კიდევ უფრო შემზარავია ის ცინიკური შეფასებები, რაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აქვთ ამ საშინელი ფაქტის მიმართ.
„ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას, მიუღებელი აზრის დევნას და ცდილობს, დანერგოს და გაავრცელოს თავს მოხვეული, მახინჯი იდეოლოგია. გამძლეობას ვუსურვებ ჩარლი კირკის ოჯახს და ახლობლებს“, – წერს ყაველაშვილი.
ცნობისთვის, კონსერვატორი კომენტატორი – ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.