ადვოკატი მარკ ცუკერბერგი Meta-ს უჩივის
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ადვოკატმა მარკ ს. ცუკერბერგმა, რომელსაც Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის სახელი და გვარი აქვს, სოციალური მედიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ადვოკატი თვლის, რომ მისი Facebook-ის ანგარიში “ცნობილის იმიტაციის” ბრალდებით უკანონოდ გაუქმდა.
სარჩელის მიხედვით, ადვოკატის ანგარიში ბოლო 15 წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაბლოკეს, რაც იურიდიულ საქმიანობას ზიანის მიყენებასთან ერთად $11 000 დოლარის ღირებულების რეკლამული კონტრიბუციის დაკარგვაც გამოიწვია. ადვოკატი მოითხოვს ანგარიშის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და საჯარო ბოდიშს.
“მე მარკ სტივენი ვარ. ის კი მარკ ელიოტია”,- განაცხადა მან.
ცუკერბერგის სარჩელში ნათქვამია, რომ ის 38 წელია პრაქტიკოსი იურისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ე. ცუკერბერგი, დაახლოებით, 3 წლის იყო.
Facebook-ის მმართველმა მრავალეროვნულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ მან აღადგინა ადვოკატის ანგარიში და ზომებს იღებს, რათა შეცდომით დაბლოკვა აღარ განმეორდეს.