რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო

2 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 3,5 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება.

საკოორდინაციო შტაბში 200-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.

რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.

ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები