“საფრთხეები, რომლებიც საქართველოშია და სამხრეთ კავკასიას ახასიათებს, ვაშინგტონისგან გაცილებით უფრო ინტენსიურ ყურადღებას ითხოვს” – ვოლსკი 

“საკმაოდ სერიოზული გლობალური გამოწვევებია, ბევრი საფრთხეა რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ რესურსები საკმაოდ აგრესიულია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც საქართველოს ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც ჰქონდა.

“ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს. იმედია, ეს კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი გახდება, რათა ამ თემებზე ვიმსჯელოთ. ამერიკის რესურსი შეუადარებლად დიდია საქართველოს რესურსთან შედარებით. ჩვენ მძლავრი, კეთილგანწყობილი მოკავშირე გვჭირდება – რესურსი არსებობს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. მთელი რიგი ფაქტორები არსებობს, რაც შესაძლოა, ორმხრივ ურთიერთობაში პროგრესის განვითარებას აფერხებს. ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, ასევე ამერიკასა და ჩინეთს შორის. ბევრი თემა და კითხვაა ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. შესაძლოა, ეს არის გარემოებები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მთელი რიგი გარემოებების მიუხედავად, საფრთხეები, რომლებიც საქართველოშია და სამხრეთ კავკასიას ახასიათებს, ვაშინგტონისგან გაცილებით უფრო მეტ და ინტენსიურ ყურადღებას ითხოვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები