“2 სექტემბერს მთელს ქვეყანაში მოიღრუბლება და გვიან საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 4 სექტემბრიდან საქართველოში გამოიდარებს” – მეტეოროლოგი
“ზაფხულის ბოლო დღეს საქართველოში მზიანი, ცხელი და მშრალი ამინდის პირობები იყო, რომელიც 1 სექტემბერსაც შენარჩუნდება და კალენდარულად შემოდგომის პირველი დღე ისევ ცხელი და მზიანი იქნება”, – ამის შესახებ, მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, დასავლეთ საქართველოში 1 სექტემბერს ტემპერატურა +37, სანაპირო კურორტებზე +33, აღმოსავლეთ საქართველოში +36 გრადუსს მიაღწევს.
“2 სექტემბერს მთელს ქვეყანაში მოიღრუბლება და გვიან საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაიკლებს.
3 სექტემბერს, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, შედარებით აგრილდება ყველგან.
4 სექტემბრიდან საქართველოში გამოიდარებს.
გილოცავთ შემოდგომის მოსვლას, ეს სეზონი იმის დასტურია, რომ ცვლილებებიც შეიძლება ლამაზი იყოს”, – წერს მეტეოროლოგი.