მუხიანში თხევადი აირის გადამზიდი ცისტერნა და სატუმბი მანქანა დაიწვა
მუხიანში გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმა იყო.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნოზაძის ქუჩაზე თხევადი აირის გადამზიდი ცისტერნა და სატუმბი მანქანა დაიწვა.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური.
ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.