2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
ენერგეტიკის მინისტრის ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი კომისია 2015 წლის აგვისტოში თბილისში გასამართი სუპერთასის ფინალური შეხვედრის მომზადებლად იმუშავებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის შეხვედრების ჩატარება დედაქალაქში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მერიასთან, ფედერაციასთან, სპორტის სამინისტროსთან ერთად, რომ ეს შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდეს და საქართველო, თბილისი მოწოდების სიმაღლეზე იყოს”, – აღნიშნა კახი კალაძემ.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, “დინამოს” სტადიონის უდიდესი წილი მუნიციპალური საკუთრებისაა, და სტადიონის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები, თბილისის ბიუჯეტიდან იქნება გაწეული.
“ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტუმრების მიღებასთან და ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები