“დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები” – 1 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საგარეჯოში, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები.

“დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები