საპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 18-260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილით, ასევე, 19-260-ე ტერცია მუხლის მე-5 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
https://www.facebook.com/share/v/1JeYYmstdd/