პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით გ.ა. დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, რეალიზაციის მიზნით განთავსებული 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.