სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის და ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 97,71 გრამი) და საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 22.84 გრამი) გამოავლინეს. ინფორმაციას, შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 844.83 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.