თენგიზ შარმანაშვილი: დიდი იმედი გვაქვს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის არცერთი დეტალი სამართლებრივი შეფასების გარეშე არ დარჩება

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა.

შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ კომისიის დასკვნის შესაბამისი დეტალები სამართლებრივი შეფასების გარეშე არ დარჩება.

„არავითარი ფასეულობა ამ დოკუმენტს არ ექნებოდა, თუ ეს მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაცია იქნებოდა და არ მოწესრიგდებოდა მისი იურიდიული მხარე, არ იქნებოდა მითითებული შესაბამისი წყაროები, მტკიცებულებები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არცერთი დეტალი სამართლებრივი შეფასების გარეშე არ დარჩება იმ ნაწილში, სადაც პროკურატურა ჩათვლის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას სწავლობს. კომისიის დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები