ლევან მაჭავარიანი: უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული კორუფციასთან

,,ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრ ლაშა ცანავასთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს “ნაციონალური მოძრაობიდან” არის, ჩვენი გუნდიდან არის, თუ ჩვენი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანაგუნდელია, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გვაქვს უკომპრომისო ბრძოლა გამოცხადებული კორუფციასთან.

ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რამდენიმე წელიწადში უნდა მოვხვდეთ ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით.

რაც შეეხება უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის დაკავებას, იქ ყველაფერი ფაქტებითა და მტკიცებულებით არის დადასტურებული. დაველოდოთ სასამართლოს.

ყველაფერი ჩანს, ეს ადამიანი ან ქრთამს იღებს და ამ საქმეს “ალაგებდა”, ან ვერ “ალაგებდა” და უბრალოდ თაღლითობდა. ერთ და მეორე შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, იკვეთება დანაშაულის ნიშნები”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ “ნაცმოძრაობის”დაკავებულ წევრს, ლაშა ცანავას “დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე” ბრალდება წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები