ლევან მაჭავარიანი: კახა კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია
“ქართული ოცნების” წევრი, ლევან მაჭავარიანი თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერის, კახა კალაძის დასახელებას გამოეხმაურა.
“კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი მისი ცხოვრება წარმატებასთან ასოცირდება. ეს წარმატება მას ძალიან დიდი შრომის ფასად უჯდება და ჩვენ ვხედავთ თბილისი თუ როგორი დედაქალაქია დღეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული სტანდარტების დედაქალაქი. ძალიან დიდი სამუშაო გაწია ბატონმა კახიმ თავის გუნდთან ერთად და მომავალი 4 წლის განმავლობაშიც იგი გააგრძელებს ამ სამუშაოს. თბილისში პრობლემები რჩება, თუმცა ბატონმა კახი კალაძემ აბსოლუტურად ყველა ეს პრობლემა იცის, ყველა რაიონისა და უბნის დონეზე, და რა თქმა უნდა შემდგომ 4 წელს იგი დაუთმობს ამ პრობლემების აღმოფხვრას”, – აცხადებს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დღეს ოფიციალურად წარადგენს. ღონისძიება 21:00 საათზე გაიმართება.