ვოლსკი: ხაბეიშვილი ხედავს, რომ ჩამორჩა მათ ვინც პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან

„ხაბეიშვილი ხედავს, რომ ჩამორჩა მათ ვინც პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან,“- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტებს სურთ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

„ხაბეიშვილი ხედავს, რომ ჩამორჩა ამ გოგონებსაც და ბიჭებსაც, რომლებიც აი, ამ პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან. აღარც კეზერაშვილს ახსოვს და გადაწყვიტა, რომ თავი გამოიჩინოს გარკვეული მიმართულებით საკუთარი პოზიციის, საკუთარი ნიშის მოძებნით. ეს აშკარაა. ამას არ სჭირდება დიდი საზრიანობა, რომ დავინახოთ, სად არის ლევან ხაბეიშვილი და საერთოდ რას წარმოადგენს. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ლევან ხაბეიშვილის წყალი გადაესხა ყველაფერს ოპოზიციურ სპექტრში და ჩამოყალიბდა ასეთი დიდი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სადაც ექსტრემიზმი არის წახალისებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები