გურამ მაჭარაშვილი – გიორგი ბაჩიაშვილზე: პოლიტიკური მანტიის შემორგება მერე, როდესაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული დაგიდგინდება, უკვე გაცვეთილი მეთოდია
„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა.
„ამ განცხადებაზეც ემჩნევა, რომ ის ტყუის. რა ანტიდასავლური, რა პროდასავლური, რა პროქართული და ანტიქართული განცხადებები, ბაჩიაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბრალდება, რომ მან რეალურად მოიპარა დიდი ფული. შესაბამისად, სასამართლოში ჰქონდა მას ეს პროცესი და პროკურატურაში ბრალდების საფუძველზე სასამართლოში დადგინდა ეს. რა პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური მანტიის შემორგება მერე, როდესაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული დაგიდგინდება, უკვე გაცვეთილი მეთოდია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.