გურამ მაჭარაშვილი: წლების განმავლობაში ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ეს ხალხი არჩევნებისთვის არ ემზადება, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან

„დედა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმაზე ვერ თანხმდებიან, რევოლუციური გზის რა თარიღი აირჩიონ. უკვე იმდენად არიან შოკში, ზოგი ამბობს, მშვიდობიანი რევოლუცია გვინდაო, ზოგი ამბობს ძალადობრივი რევოლუცია გვინდაო,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რომ შევახსენოთ საზოგადოებას, წლების განმავლობაში ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ეს ხალხი არჩევნებისთვის არ ემზადება, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან და რევოლუციური მიზნები აქვთ. დღეს აღიარებენ ამას, რომ დიახ, რევოლუცია უნდათ. ისე, თუ წიგნის გადაშლა დაეზარებათ, ინტერნეტში შევიდნენ – მშვიდობიანი რევოლუცია – ასეთი განმარტება არ არსებობს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები