დიპლომატები ერთმანეთს სროლაში შეეჯიბრნენ – ფოტოკოლაჟი

  საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები და ელჩები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე სპორტული ღონისძიება გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ვაზიანის სასროლეთზე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს.
ტურნირის დაწყებამდე დოპლომატებს სასროლეთზე ქცევის წესები გააცნეს. მონაწილეები ერთმანეთს მოიერიშე შაშხანა „M4“ და „ბარაკის“ ტიპის პისტოლეტიდან სროლაში შეეჯიბრნენ.
საუკეთესო მსროლელად ლატვიის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დასახელდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა მას ჯილდოდ კომპანია „ზარაფხანას“ სუვენირი „მეომარი“ გადასცა. ტურნირის მეორე და მესამე ადგილები შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილემ გუსტავ უინტრანდმა და აშშ-ის საზღვაო ფლოტის გადამდგარმა ოფიცერმა არტ მიშელმა დაიკავეს. მათ საჩუქრად კომპანია „ზარაფხანას“ სუვენირი „დათა თუთაშხია“ მიიღეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, დღესვე, დიპლომატებმა სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობისა და IV მექანიზირებული ბრიგადის სტრუქტურისა და ორგანიზაციის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. მათ ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საბრძოლო ტექნიკის დათვალიერების საშუალებაც მიეცათ.
შეჯიბრი დიპლომატებს შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

1554535_857336944299049_3577465522017563335_n

10710575_857336904299053_3127075363977499764_n

10710921_857336907632386_5147590082444779206_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები