პრეზიდენტ მაკრონის უსაფრთხოების პოლიტიკით საფრანგეთის მოსახლეობის 81% უკმაყოფილოა

10-დან 8 ფრანგი ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების საკითხებს არ ეთანხმება. ამ კუთხით, ბოლოდროინდელი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მოსახლეობის 81% რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილებას უსვამს ხაზს.

უსაფრთხოების საკითხები ბევრი ფრანგისთვის პრიორიტეტულია. თუმცა, ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც ოთხშაბათს, 23 ივლისს გამოქვეყნდა, მოსახლეობის 81%-ს ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების მდგომარეობაზე უარყოფითი აზრი აქვს. მედიის ინფორმაციით, მაჩვენებელი თანდათან იზრდება, რადგან ერთი წლით ადრე ამ აზრს 76% იზიარებდა , ხოლო 2022 წლის თებერვალში მხოლოდ 62%.

როგორც მედია იუწყება, ყველაზე კრიტიკულად განწყობილნი არიან „ეროვნული გაერთიანების“ მხარდამჭერები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უსაფრთხოების საკითხებს, რომელთა 92% არ ამართლებს შედეგებს. ამ მხრივ, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა 82%-ია.

გამოკითხვის თანახმად,  მაკრონის პოლიტიკურ მომხრეების ნახევარზე მეტი მის პოლიტიკას უსაფრთხოების სფეროში ნეგატიურად აფასებს. მედიის ცნობით, ეს უკმაყოფილება შეიძლება აიხსნას დაუცველობის ძლიერი განცდით, რომელსაც ნარკოდილერების მიერ გამოწვეული მრავალრიცხოვანი შეტაკებები ან ახალგაზრდებს შორის ძალადობის ზრდა აძლიერებს, რის გამოც რამდენიმე ქალაქმა არასრულწლოვნებისთვის კომენდანტის საათის დაწესება გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები