ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებს კვლავ შეუტევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ირანის ბირთვულ ობიექტებს კვლავ დაესხმება თავს.
პრეზიდენტის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი ბირთვული გამდიდრების პროგრამაზე უარს ვერ იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ ის აშშ-ის თავდასხმების დროს „მძიმედ დაზიანდა“.
„ეს შეჩერებულია, რადგან, ზიანი სერიოზული და მძიმეა. თუმცა, ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ გამდიდრებაზე, რადგან ეს ჩვენივე მეცნიერების მიღწევაა. ახლა კი, უფრო მეტიც, ეს ეროვნული სიამაყის საკითხია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.