პისტორიუსი: პუტინს გრძელვადიანი გამარჯვების სჯერა, მაგრამ ცდება

რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი სრულმასშტაბიან ომში დროის მოგებას ცდილობს, გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვებას იმედოვნებს, მაგრამ ის ცდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა,ბორის პისტორიუსმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს უკრაინისთვის დახმარების კოორდინაცია უკიდურესად აქტუალური რჩება.

მანვე დასძინა, რომ პუტინი აგრძელებს სამხედრო დღის წესრიგის წამოწევას და არ არის დაინტერესებული რეალური მოლაპარაკებებით.

„დილით დიქტატორი „მშვიდობაზე“ საუბრობს, საღამოს კი უკრაინის წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს ისვრის.

პუტინს ამ ცინიკური თამაშით დროის მოგება სურს. ის თვლის, რომ მისი სამხედრო მანქანა გრძელვადიან პერსპექტივაში გაიმარჯვებს, მაგრამ ცდება“, – თქვა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები