ჩინეთის პრეზიდენტი ევროკავშირის პრეზიდენტს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 24 ივლისს ჩინეთს ეწვევიან, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი სი ძინპინი ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ძიანგი იმავე დღეს ევროკავშირის ლიდერებთან ერთად ჩინეთ-ევროკავშირის 25-ე სამიტს თანათავმჯდომარეობას გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები