ვახტანგ ჩოჩია: ის ეგზისტენციალური ღირებულებები, რომლებზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ვერ შეეწირება სხვადასხვა ევრობიუროკრატის მიერ წარმოთქმულ დასაშანტაჟებელ სიტყვებს
,,ის ეგზისტენციალური ღირებულებები, რომლებზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ვერ შეეწირება სხვადასხვა ევრობიუროკრატის მიერ წარმოთქმულ დასამონტაჟებელ სიტყვებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნაა.
„თუმცა, აქვე უნდა ითქვას რას ემსახურება ეს ყოველივე. ცხადია, არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს არეულობა, რომ გატარდეს უცხოური ინტერესი და ამას უნდა შეეწიროს როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესი, ისე ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის გზით“, – აღნიშნა ჩოჩიამ.