ნინო წილოსანი: სამწუხაროდ, ევროპარლამენტებისგან თუ სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებისგან გამოგონილი ბრალდებები გვესმის

,,გამომდინარე იქიდან, რომ ევრობიუროკრატია ვერანაირ ხინჯს ვერ პოულობს იმ პრინციპების დარღვევაში, რომელზედაც დამოკიდებულია ვიზალიბერალიზაცია, სამწუხაროდ, ევროპარლამენტებისგან თუ სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებისგან გვესმის გამოგონილი ბრალდებები”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.

მისივე თქმით, ეს უღირსი საქციელია.

„რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატიის მხრიდან ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, ქართველი ხალხის დაშინება, რომ გაუუქმებენ იმ სიკეთეს, რომელიც ვიზალიბერალიზაციას მოაქვს, ეს არის უღირსი და ამორალური საქციელი“, – აცხადებს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები