სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად 12 მოქალაქე ითვლება. აღნიშნულის შედეგად ინფორმაციას, Reuters-ი ავრცელებს.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სამხრეთ კორეის საკურორტო ქალაქ კაპჰიონში, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათობით ოჯახი.
მეტეოროლოგების პროგნოზით, სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმა ორშაბათს შეწყდება, რის შემდეგაც მოსალოდნელია ჰაერის მაღალი ტემპერატურა.