გიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში

„დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფალია და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ეს მისასალმებელია და უნდა დავაფასოთ,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2034 წელს კი არა, 2054 წელსაც, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება უკრაინა, თუ ევროკავშირი იარსებებს.

„ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო უკრაინაში ომის დასრულება. ასევე, ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. უცებ რიტორიკა შეიცვალა და სამხედრო დახმარებას უზრდიან, მათთვის, უკრაინასთან მიმართებით, უკრაინას შეასრულებინეს, მათ არ ანაღვლებთ უკრაინაში რა მოხდება, უკრაინა მათთვის არის პოლიგონი. ყველაზე საეჭვო თამაში სწორედ ბრიუსელმა ითამაშა და იქ მოკალათებულმა ადამიანებმა.

არ დავიშურებ სიტყვებს და კიდევ ერთხელ, მადლობა თითოეულ საქართველოში მყოფ იმ პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეგვინარჩუნა მშვიდობა საქართველოში. 2034 წელს კი არა, 2054 წელსაც, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება უკრაინა, თუ ევროკავშირი იარსებებს.

დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფალია და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ეს მისასალმებელია და უნდა დავაფასოთ“, – აღნიშნა ქაჯაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები