ტრამპმა აშშ-ში გასაყიდი Coca-Cola-ს ინგრედიენტის შეცვლა მოითხოვა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ Coca-Cola აშშ-ში გასაყიდ სასმელებში ნამდვილი ლერწმის შაქრის გამოყენებას დათანხმდა,- ინფორმაციას, BBC ავრცელებს.
როგორც მედია წერს, კოკა-კოლა თავის ამერიკულ პროდუქტებში სიმინდის სიროფს იყენებს, თუმცა ტრამპის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტ კენედი უმცროსმა, ამ ინგრედიენტის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების გამო შეშფოთება გამოთქვა.
“მე ვესაუბრე Coca-Cola-ს, აშშ-ში თავიანთ პროდუქციაში ნამდვილი ლერწმის შაქრის გამოყენების შესახებ და ისინი დათანხმდნენ ამის გაკეთებას. მინდა, მადლობა გადავუხადო Coca-Cola-ს ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფს”, – დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში.
Coca-Cola-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი აფასებენ პრეზიდენტ ტრამპის ენთუზიაზმს და Coca-Cola-ს პროდუქციის ასორტიმენტში ახალი შეთავაზებების შესახებ დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი.