ზელენსკი: რუსეთს ამერიკის ეშინია, ამაში დარწმუნებული ვარ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეერთებული შტატების ეშინია.
მისივე თქმით, ამას ადასტურებს კიევის რუსული დაბომბვის ინტენსივობის შემცირება ამერიკელი ოფიციალური პირების, მათ შორის აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტების დროს.
“გენერალი კელოგი რუსეთში ჩავიდა და ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში მასობრივი დაბომბვები არ მომხდარა. ეს ძალიან საინტერესო მაგალითია. ხალხიც კი ხუმრობს, რომ მას უკრაინული პასპორტი უნდა მისცენ“, – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, კელოგი კიევში დონალდ ტრამპის ახალი მიდგომის გამოცხადებიდან მალევე ჩავიდა. ტრამპმა გამოაცხადა უკრაინის მხარდაჭერა „პატრიოტის“ რაკეტებითა და სისტემებით და რუსეთის წინააღმდეგ „ძალიან მკაცრი ტარიფების“ დაწესება, თუ ის ომს 50 დღის განმავლობაში არ შეწყვეტს.