მარკო რუბიო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დღეს, კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდება,- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.

მედიის ცნობით, ეს ორი კოლეგის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება.

ამასთან, რუბიო დღეს აღმოსავლეთ აზიის სამიტს ესწრება, რომელშიც იაპონია, ჩინეთი, რუსეთი, ავსტრალია, ინდოეთი, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ჩინეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გამო, რუბიო ვანგთან აშშ-ის შეშფოთებას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები