ტრამპი კანადას 35%-იანი ტარიფის დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომდევნო თვიდან კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ლიდერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. წერილში ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის წერს, რომ აშშ ტარიფებს პირველი აგვისტოდან დააწესებს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს – საექსპორტო ტარიფები კვლავ გაიზრდება.

ახალი ტარიფის დაწესების მიზეზი კვლავ კანადასთან არსებული სავაჭრო დეფიციტი და აშშ-სთან კანადის არასამართლიანი სავაჭრო ურთიერთობებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები