ტრამპი: აშშ უკრაინას იარაღს ნატო-ს მეშვეობით მიაწვდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს ნატო-ს მეშვეობით მიაწვდის და რომ ორშაბათს რუსეთთან დაკავშირებით „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს,- ამის შესახებ reuters-ი წერს.
ომის დასრულების პროგრესის არარსებობის გამო, ბოლო დღეებში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის მიმართ ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა.
„ვფიქრობ, ორშაბათს რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება მომიწევს”,- განაცხადა ტრამპმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს მოკავშირეებთან და უკრაინასთან ამერიკული იარაღის მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმება დადო.
“ჩვენ ნატო-ს იარაღს ვაწვდით და ნატო ამ იარაღის საფასურს 100%-ით იხდის. ამგვარად, გაგზავნილი იარაღი მიეწოდება ნატო-ს და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას აწვდის, ნატო კი ამ იარაღის ღირებულებას ანაზღაურებს“, – განმარტა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.