აბუ-დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა აბუ-დაბიში დაიწყო, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

შეხვედრა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში იმართება.

შეხვედრაში ორივე მხრიდან მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აბუ-დაბიში, 9 ივლისს ჩავიდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები