ოფიციალური პირების ცნობით, ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ კერის ოლქში, რომელიც ძლიერ დაზარალებულია, სულ მცირე, 161 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება. აშშ-ის სანაპირო დაცვა აქტიურად არის ჩართული დაზარალებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციაში.