ვიტკოფი – ღაზას სექტორში მოლაპარაკებებზე: ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას,- ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდებისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვიტკოფს სიტყვით გამოსვლა სთხოვა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად თეთრ სახლში ვახშმის წინ ჟურნალისტების კითხვებისთვის უნდა ეპასუხა.

“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესაძლებლობა კვლავ არსებობს და ვიმედოვნებ, რომ შეთანხმებას მხარეები მალე მიაღწევენ”,- განაცხადა სტივ უიტკოფმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები