დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს
დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი”, მანოლის პილავოვი ააფეთქეს.
ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა იტყობინება.
როგორც “ტასი” ოკუპირებული რეგიონის “ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით წერს, აფეთქება 3 ივლისს ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მოხდა.
პილავოვი ოკუპირებული ლუგანსკის “ადმინისტრაციას” 2014 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა.