საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, იუსტიციის მინისტრმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტოების ხელმძღვანელებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს იუსტიციის სამინისტროს ის ინოვაციური სერვისები, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად, მათ შორის “ბიზნეს ასისტენტი”, “გონიერი კონტრაქტი”, აღსრულების სერვისები, სანოტარო მედიაცია, ელექტრონული საფულე და სხვა.
შეხვედრაზე გამართული დისკუსიის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.